ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს

413

დღეს, 3 დეკემბერს ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს. მისი მოადგილე დავით ტაბატაძე იქნება, მან ააიპ ახალციხის ციხის დირექტორობა გუშინ, 2 დეკემბერს დატოვა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ფარულ კანჭისყრაში ოპიზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.

საკრებულოს სხდომას 39-ვე დეპუტატი ესწრება, აქედან 11-მა ოპიზიციონერმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დავით ლომიძე და დავით ტაბატაძე 28-28 ხმით აირჩიეს.

ამჟამად თავმდომარის მეორე მოადგილის შესარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. დეპუტატები მხარს “ქართული ოცნების” დეპუტატს საბა კბილაშვილს უჭერს.