პარტია “საქართველოს ერთობისა და განვითარების” ბათუმის მერობის კანდიდატი კახაბერ ცისკარიძე დღეს საზაფხულო თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამასთან ერთად, ექსკლუზიურად მუსიკალურ პროექტს წარუდგენს.
“16:00 საათზე ბათუმში, საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრას გავმართავ. მხარდამჭერებს ჩემს საარჩევნო პროგრამას გავაცნობ, თუ როგორ ვაპირებ ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში ქალაქის განვითარებას. ამასთან, საზაფხულო თეატრში შეკრებილ მოსახლეობას ჩემს ექსკლუზიურ მუსიკალურ პროექტს “კახაბერი და ხანუმებს” წარვუდგენ. პროგრამის ფარგლებში ჩემთან ერთად, სხვა მუსიკოსებიც იმღერებენ. ვთხოვთ, მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდნენ და ჩემს ხედვებს გაეცნონ”,- აცხადებს კახაბერ ცისკარიძე.
წყარო: ინტერპრესნიუსი