დღეიდან რეგიონებში ბიზნესს გაზი გაუძვირდა, გარდა პურის ქარხნებისა

431

დღეიდან რეგიონებში ბიზნეს სუბიექტებისთვის გაზის ტარიფი იზრდება. პურუს ქარხნების გარდა ტარიფი ბიზნესისთვის 1,15 ლარი იქნება. “სოკარ ჯორჯია გაზი” ტარიფს 20 თეთრით, ხოლო შპს “ინტერ გაზი”, რომელიც  6 თეთრით აძვირებს.

სოკარ ჯორჯია გაზი რეგიონების უდიდეს ნაწილს ფარავს. ასევე თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში არსებულ აბონენტებს ემსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფის ცვლილება მათ არ შეეხება.

კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდასა და ლარის კურსის ცვლილებას ასახელებენ. შპს ინტერ გაზი კი, ბუნებრივ აირს ახალციხესა და ასპინძას აწვდის.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ ბიზნესისთვის გაზის გაძვირება რამდენიმე ფაქტორით ახსნეს:

“არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში.

ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებითა არის განპირობებული.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, პანდემიის პირობებში, ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიის მიერ უცვლელად იყო შენარჩუნებული, მაგრამ ეს არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. ნათქვამია “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

“სოკარ ჯორჯია გაზისგან” განსხვავებით, შპს “ინტერ გაზი” მხოლოდ ასპინძისა და ახალციხის რაიონების აბონენტებს ემსახურება. კომპანიის დირექტორის ვასილ აბულაძის ინფორმაციით, გაზრდილი ტარიფი მისი საქმიანობის არეალში 350-მდე აბონენტს შეეხება.

“ტარიფის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ საწვავი გაძვირდა, მასალებიც გაძვირდა და უკვე ვეღარ ავუდივართ ხარჯებს. თავის მხრივ, ამ ყველაფრის გაძვირება კურსის ცვალებადობამ გამოიწვია. აქამდე ვითმინეთ, ვითმინეთ, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვუძლებთ”, – განაცხადა ვასილ აბულაძემ.