სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან 20 ბაღი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, ამოქმედდა. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.
„სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წიფის საბავშვო ბაღში ვერ განვაახლეთ, რადგან სამ აღსაზრდლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამიტომ ორშაბათამდე სხვა აღსაზრდელთა მიღებისგანაც თავი შევიკავეთ.
29 და 30 ნოემბერს 21-ვე საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია“.
კორონავირუსის პანდემიის გამო ხარაგაულის საბავშვო ბაღები ერთ თვეზე მეტია არ ფუნქციონირებდა.