რუსთავის მერია 100 ლარის ნაცვლად 200 ლარის წამლებს დააფინანსებს

359

რუსთავის მერიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს მომავალი წლიდან მერია 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის მედიკამენტებს დაუფინანსებს. ასევე, იზრდება იმ პირთა წრე, რომელიც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს.

200 ლარის მედიკამენტები 2022 წლიდან დაუფინანსდებათ მარჩენალდაკარგულ 18 წლამდე ბავშვებსაც.

რაც შეეხება ომის ვეტერანებს, მათ შემთხვევაში იხსნება სოცილურად დაუცველის სტატუსის აუცილებლობა და ყველა ომის ვეტერანი მედიკამენტებზე 250 ლარის დაფინანსებას მიიღებს.

შეგახსენებთ, პროგრამით შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ისარგებლოთ.

პროგრამით მოსარგებლე პირს, 200 ლარის ფარგლებში, ნებისმიერი სახის მედიკამენტის შეძენა შეუძლია, გარდა ფსიქოტროპული პრეპარატისა.

დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია. ასევე, საჭიროა განმცხადებელმა წარადგინოს ფორმა #100, რომელშიც იქნება მედიკამენტების ჩამონათვალი, აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაცია და თუ სოციალურეად დაუცველის სტატუსი აქვს, სარეიტინგო ქულის ამონაწერი.

ცვლილებები უკვე გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.