საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ცესკოს. ცესკო, განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
ამ დროისთვის ცესკოში უკვე რეგისტრირებულია 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელთაგანაც საარჩევნო პროცესს მონიტორინგს 362 დამკვირვებელი გაუწევს.
რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა. ამ დროის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი ორგანიზაციის 3 353 დამკვირვებელი დააკვირდება
ამ მომენტისთვის ცესკოში დარეგისტრირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებია:
1. “მალავის საარჩევნო კომისია” – ხელმძღვანელი ჰარის პოტანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1
2. “საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება” (ISHR-IGFM) – ხელმძღვანელი კარმენ კრუშ-გრუნი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 11
3. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) – საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 28
4. „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)” – პროექტის ხელმძღვანელი ჟერომ ლეღო;
5. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)” – საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 21
6. “უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია” – თავმჯდომარის მოადგილე ჟ. უსენკო-ჩორნა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
7. „რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია” – პრეზიდენტი დანიელ ბარბუ
8. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR)” – მისიის ხელმძღვანელი კორინ ჯონკერ; დამკვირვებელთა რაოდენობა – 210
9. „ნიდერლანდების სამეფოს საელჩო“ – ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჯოს დოუმა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 9
10. „მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია” – კომისიის თავმჯდომარე ალინა რუსუ; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
11. „თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო” – საბჭოს თავმჯდომარე სადი გიუვენი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1
12. „ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია” – კომისიის თავმჯდომარე ლორა მათოშაიტიტე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
13. „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია” – კომისიის თავმჯდომარე ივილინა ალექსიევა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 3
14. „ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია” – კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
15. „მსოფლიოს საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაცია” (A-WEB) – გენერალური მდივანი კინ იონგ-ჰი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
16. „ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია” (IEC) – თავმჯდომარე ნაჯიბულაჰ აჰმადზაი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
17. „მალდივის საარჩევნო კომისია” – კომისიის თავმჯდომარე აჰმედ სულეიმან; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
18. „ბრიტანეთის საელჩო საქართველოში” – ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი
19. „ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია” – ვიცე-პრეზიდენტი ვესნა ფაბიანჩიც-კრიზანიჩ; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
20. „იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია” – კომისიის საბჭოს თავმჯდომარე დოქტორი ხალიდ ალ კალალდეჰ; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
21. „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)“ – მისიის დირექტორი დუგლას ჰ. ბოლი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 44
22. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“ – თავმჯდომარე მაზაჰირ პანანოვი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
23. „შრი-ლანკას საარჩევნო კომისია“ – მდივანი ჰ. მ.ტ. დ. ჰირაზი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 2
24. “საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS)” – აღმასრულებელი დირექტორი არვინდ ვენკატარამანა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1
25. “ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი” – ხელმძღვანელი რენატა ზიკმუნდი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 11
26. “იტალიის საელჩო საქართველოში”
27.”საფრანგეთის საელჩო საქართველოში”
28.”შვედეთის საელჩო საქართველოში”
29.„დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის საერთაშორისო ცენტრი (ICEDD)“