ამ დროის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი ორგანიზაციის 3 353 დამკვირვებელი დააკვირდება

1370

11 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, რა დრომდეც ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნების დღეზე დასაკვირვებლად რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ. ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები 71-მა ორგანიზაციამ გაიარა.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, უნდა წარუდგინონ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების სია.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, ადგილობრივ დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილ დამკვირვებელს და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცემს დამკვირვებლის მოწმობას, რომელიც, იმავდროულად, არის სამკერდე ნიშანი.

კანონმდებლობით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა: 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა; 4. მოსამართლისა; 5. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; 6. პროკურატურის თანამდებობის პირისა; 7. საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; 8. საარჩევნო კომისიის წევრისა.

ამ დროის მონაცემებით, შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში 71 ადგილობრივი ორგანიზაციის 3 353 დამკვირვებელია რეგისტრირებული.

გთავაზობთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრულ სიას:

1. ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“ – თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 345;

2. ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ – ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 106;

3. ა(ა)იპ „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ – თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 463;

4. ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“ – თავმჯდომარე დანიელ დავითაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 8;

5. ა(ა)იპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ – თავმჯდომარე მერი კაპანაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 21;

6. ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) – დირექტორი მიხეილ ბენიძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 927;

7. ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” – თავმჯდომარე მიხეილ ჭიღლაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 20;

8. ა(ა)იპ “კლუბი თავისუფალი ზონა” – აღმასრულებელი დირექტორი კობა ხაბაზი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 46;

9. ა(ა)იპ „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი“ – თავმჯდომარე ინგა მოსიაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 11;

10. ა(ა)იპ „მომავლის ნათება“ – თავმჯდომარე ნოდარ ალადაშვილი;

11. ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური; დამკვირვებელთა რაოდენობა – 322;

12. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 88;

13. ა(ა)იპ „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრი“ – დირექტორი გიორგი სიბაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 22;

14. ა(ა)იპ „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ – თავმჯდომარე ტატიანა ხოხიაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 156;

15. ა(ა)იპ „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო“ – თავმჯდომარე ანა პაპიანი;

16. ა(ა)იპ „სპორტსმენთა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია საქართველოს ეროვნული რეზერვი“– დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1;

17. ა(ა)იპ “თავისუფალი არჩევანი” – თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 23;

18. ა(ა)იპ “აპრიორი” – თავმჯდომარე ბესიკ შენგელია; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1;

19. ა(ა)იპ “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” – თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი;

20. ა(ა)იპ „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ქირია; დამკვირვებელთა რაოდენობა – 110;

21. ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ – თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 42;

22. ა(ა)იპ „ქალთა ასოციაცია ბაზალეთი“ – ხელმძღვანელი ნინო ხეხელაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1;

23. ა(ა)იპ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ – თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 83;

24. ა(ა)იპ „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ – პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი;

25. ა(ა)იპ “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი” – თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 60

26. ა(ა)იპ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი” – დირექტორი ზვიად კუპრავა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 26;

27. ა(ა)იპ “საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი” – კავშირის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 5;

28. ა(ა)იპ “მწვანე დედამიწა” – დირექტორი ნუგზარ მელაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 171;

29. ა(ა)იპ “ქალი და განვითარება” – თავმჯდომარე ფატი ბუხრიკიძე;

30. ა(ა)იპ “ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი”– აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარჯანიშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 5;

31. ა(ა)იპ „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” – პრეზიდენტი ნინო ჩარკვიანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 15;

32. ა(ა)იპ „სიმართლის რწმენა” – თავმჯდომარე გაიოზ ჩარკვიანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 5;

33. ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921” – თავმჯდომარე ლევან ალუღიშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 23;

34. ა(ა)იპ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” – თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 5;

35. ა(ა)იპ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი” – თავმჯდომარე ირაკლი მჭედლიძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 15;

36. ა(ა)იპ „საქართველოს ერთიან ახალგაზრდთა კავშირი” – თავმჯდომარე გიორგი დიღმელაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 10;

37. ა(ა)იპ „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” – ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე;

38. ა(ა)იპ „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია” – პრეზიდენტი გივი მამულაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 41;

39. ა(ა)იპ „ჰაბი-საქართველო” – გამგეობის თავმჯდომარე ლაშა ფარულავა;

40. ა(ა)იპ „ახალი სიტყვა” – თავმჯდომარე ნინო ჩარკვიანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 4;

41. ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ – აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა; დამკვირვებელთა რაოდენობა – 20;

42. ა(ა)იპ „ახალგაზრდები საზოგადოებრივი განვითარებისთვის“ – თავმჯდომარე თორნიკე ყიყიშვილი;

43. ა(ა)იპ „სტუდენტური საერთაშორისო ინიციატივა“ – თავმჯდომარე თამარ ოვასაპიანი;

44. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” – აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 29;

45. ა(ა)იპ “იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაცია”იმედი” – პრეზიდენტი ქეთევან კიკნაძე;

46. ა(ა)იპ “ეკონომიკურ დანაშაულთან კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირი”– თავმჯდომარე ბ. მამისაშვილი;

47. ა(ა)იპ “მრავალეთნიკური ერთობა” – თავმჯდომარე ნინო მინასიანი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 106;

48. ა(ა)იპ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” – გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე;

49. ა(ა)იპ “საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის” – გამგეობის თავმჯდომარე თამარ რომელაშვილი;

50. ა(ა)იპ “ქალები სამართლიანობისთვის” – თავმჯდომარე ნათელა ქევხიშვილი;

51. ა(ა)იპ “ინვალიდთა დახმარების ასოციაცია” – პრეზიდენტი რეზიკო ოთარაშვილი; დამკვირვებელთა რაოდენობა – 1;

52. ა(ა)იპ “არადანი” – აღმასრულებელი დირექტორი ანა გოდერძიშვილი;

53. ა(ა)იპ “ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები” – თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი;

54. ა(ა)იპ “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” – თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 12;

55. ა(ა)იპ “ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი” – აღმასრულებელი დირექტორი ეკა ჩაცანიძე; დამკვირვებელთა რაოდენობა – 4;

56. ა(ა)იპ “სამართლის ახალგაზრდული ასოციაცია” – თავმჯდომარე გიორგი ცობეხია;

57. ა(ა)იპ „კავშირი 21-ე საუკუნე“;

58. ა(ა)იპ „ყველა ერთად“ ;

59. ა(ა)იპ „ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა“;

60. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება – ლაზარე“ ;

61. ა(ა)იპ „საქართველოს ადამიანთა და პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოება“;

62. ა(ა)იპ ასოციაცია „თავისუფალი თაობა“;

63. ა(ა)იპ „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია“;

64. ა(ა)იპ „მედია კომუნიკატორი“;

65. ა(ა)იპ „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი“;

66. ა(ა)იპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“;

67. ა(ა)იპ „ეროვნული დემოკრატიის საზოგადოებრივი დარბაზი“;

68. ა(ა)იპ „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“;

69. ა(ა)იპ „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“;

70. ა(ა)იპ „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“;

71. ა(ა)იპ „ქართველ სომეხთა უფლებათა დაცვის ასოციაცია“.