რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მერიის და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს
შეხვდა. ლაცაბიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა მომავალი წლის ბიუჯეტი იყო. სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ სხვადასხვა პროცედურა, რათა ახალი წლიდან სწრაფად გადავიდნენ საქმის კეთებაზე. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
“სამსახურების უფროსებთან გვქონდა კვირის მთავარი სამუშაო შეხვედრა, ვიმსჯელეთ ქალაქის ბიუჯეტზე. 2022 წლის ბიუჯეტი არის ძალიან მასშტაბური და დიდი ზრდა გვაქვს, 31 მილიონი ლარით გაიზარდა. ამიტომ დღეს სამსახურებს მივეცით დავალებები და შევთანხმდით იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ სხვადასხვა პროცედურა იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ საქმის კეთებაზე.
ეს არის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სხვადასხვა მსხვილი ტენდერების, რომელიც უკვე უზრუნველყოფს მაგალითად, ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის დაწყებას იანვრიდან და მომდევნო თვეებიდან. ამიტომ აუცილებელია სამსახურებში კარგი მობილიზება და მომზადება, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულება”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრაზე ლაცაბიძემ გადაანაწილა მერიისა და მუნიციპალური სამსახურები, რომელებიც მერისა და მერის მოადგილეების დაქვემდებარებაში იქნება.
მერის პირად დაქვემდებარებაში იქნება – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, მერიის შიდა აუდიტი და ა(ა)იპ ” გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი”
მერის პირველი მოადგილე კახა გურული უხელმძღვანელებს – არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურს, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს, ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებას”, ა(ა)იპ “რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას”, შპს “ხუროთმოძღვარს”, ა(ა)იპ “რუსთავის ისტორიული მუზეუმს”,
ბესიკ ტოგონიძე უხელმძღვანელებს – ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურს, საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურს, ა(ა)იპ ” რუსთავსერვის ცენტრს”, ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსს”, ა(ა)იპ “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს”, შპს “სამშენებლო მასალებს”, შპს “რუსთავის ნაგავსაყრელს”, შპს “გემას”.
ოთარ ტატალაშვილი უხელმძღვანელებს – მერიის აპარატს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურს, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ ,,კესანეს“, ა(ა)იპ “რუსთავის მოხუცებულთა სახლს”, ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს”, ა(ა)იპ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრს”, ა(ა)იპ “რუსთავის მუნიციპალური არქივს”, შპს საფეხბურთო კლუბი “რუსთავს”, შპს “კანისა და ვენერიული დაავადების დისპანსერს”, შპს “საკალათბურთო კლუბი რუსთავს”