მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
7 ნოემბრის საქმის სასამართლო განხილვის პირდაპირი ტრანსლირების უფლება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
„თუ დაფიქსირდება ისეთი შემთხვევა, რომ თქვენ ჩანაწერს ვერ მიაწოდებთ სხვა ტელეკომპანიებს, სასამართლო ამაზე იმსჯელებს. თუ კანონით ვხელმძღვანელობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველამ. რაც მოითხოვეთ, განახორციელეთ ის,“- განაცხადა მოსამართლემ.
სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, სასამართლო სხდომას დღეს ბრალდებულის სახით, მიხეილ სააკაშვილი პირველად ესწრება.