„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატების ქონება და ბიზნესინტერესები შეისწავლა.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა, მალხაზ ჭკადუამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ ექვს მუნიციპალიტეტში დასახებული მერობის კანდიდატებიდან, ოთხს ბიზნეს ინტერესები აქვს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერობის კანდიდატებიდან სამს ოპოზიციური პარტიებიდან, სხვადასხვა დროს პოლიტიკური პარტიის სახელზე შემოწირულობა აქვს განხორციელებული, მათ შორის პარტია „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატ პეტრე ზამბახიძეს, როდესაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.
მალხაზ ჭკადუას შეფასებით, მნიშვნელოვანი გადაცდომა ან კანონდარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
„ქართული ოცნების“ მერობის 6 კანდიდატიდან ოთხს ბიზნეს ინტერესები აქვს, მათ შორის ორის – ფრიდონ ფუტკარაძისა და ჯუმბერ ვარდმანიძის ქონებრივი დეკლარაცია არასრულადაა შევსებული. ზოგადად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებიდან და სიის პირველი ნომრებიდან, ასევე ზოგიერთ ოპოზიციურ კანდიდატებს სხვადასხვა დროს შემოწირულები აქვთ გაკეთებული. დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ წევრები თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას” თანხებს სწირავდნენ”,- განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.