შსს: ბათუმსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 6 ადამიანი დააკავა

828

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციამ ჯამში 6 ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

“პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა”, – ამბობენ უწყებაში.

შსს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან და პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ბათუმსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები საკრებულოს სხდომებს უკავშირდებოდა, სადაც “ქართული ოცნების” ვადაგასულმა დეპუტატებმა ქალაქების 2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. სხდომებზე ოპოზიციის დეპუტატები არ შეუშვას, რამდენიმდე მათგანი კი, რომლებმაც შესვლა მოახერხეს, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.