ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. ისინი ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელს შეუშლიან. მათი განცხადებით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“, რაც დაუშვებელია.
საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე უნდა დაიწყოს. ახალი მოწვევის ოპოზიცია ცდილობს დაესწროს სხდომას, თუმცა ამის საშუალება მათ არ ეძლევათ, რადგან ისინი შენობაში პოლიციამ არ შეუშვა.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით, „ვადაგასულია“, „ბიუჯეტი დაუგეგმე ნახვაწას“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.უნი