ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოიყოფა

338

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტიდან,  20 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოიყოფა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბათუმის მერი ფიქრობს რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები კორპუსების რეაბილიტაციისთვის საკმარისი იქნება. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ობიექტების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება და პრიორიტეტები ექსპერტიზის დასკვნის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება. ამ ეტაპზე, 1500-მდე ოჯახის განსახლება და უსაფრთხო პირობებში გადაყვანა იგეგმება. ჩიქოვანი მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძო სუბიექტების ჩართვის საფუძველზე გეგმავს.