პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია, მობილობა გაზრდილია ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ პანდემიის მართვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პასუხი და თუნდაც, მაკონტროლებელი ღონისძიებების აღსრულების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში არსებული ვირუსის უკონტროლო გავრცელება თავიდან ავიცილოთ.
„დღეს, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია, მობილობა გაზრდილია ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ით, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის მზაობა, სრული კონტროლის შესაძლებლობას ვერ მოგვცემს, მაგრამ ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ ის ზომები, რაც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი ძალისხმევით აღსრულდეს, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, კონტროლირებად სიტუაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.