ზოოპარკის ჩაქვში გადატანის შესახებ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის მერის თქმით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველებისთვის საჭირო პირობები მოეწყობა. ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოკუთხის ტერიტორიაზე კი, არჩილ ჩიქოვანის თქმით, სარეკრეაციო ზოლი გაშენდება.