ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ბიუჯეტი 1 მილიონზე ლარზე მეტით გაიზარდა

314

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

კომისიის ბიუჯეტი 2022 წლისთვის 1 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი და 5 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. 2021 წელს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენდა.

პროექტის მიხედვით, კომისიას 30 პროგრამა აქვს, რომლითაც კონკრეტული საჭიროებების მქონე ქუთაისელების დახმარებას უზრუნველყოფს. აქედან 4 ახალი პროგრამაა. Მოხდა ასევე პროგრამული ცვლილებები. ლეიკოზისა და სიმსივნის მქონე არასრულწლოვნებს მერია მკურნალობს ნაწილს დაუფინანსებს, მკურნალობა ნაწილლობრივ დაუფინანსდებათ ასევე ფენიოკეტონურისა და ცენიაკის მქონე პირებს, 18-წლამდე ონკოლოგიურ პაციენტებს, 18 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. Შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდება მერიასა და ორგანიზაცია ,,წითელ ჯვარს’’ შორის, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს გაუწევს დახმარებას.