“უფასო პური” – სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა ახალგაზრდამ მოსახლეობას პური უფასოდ გადასცა

317

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, გიგლა ფერიშვილმა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას პური უფასოდ გადასცა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

სოფელში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნათია თათარაშვილი აცხადებს, რომ აქცია სახელწოდებით ,,უფასო პური” ველისციხის ცენტრში გაიმართა. მისი თქმით, ახალგაზრდა ადგილობრივი ბიზნესმენია.

,,საქველმოქმედო აქცია გიგლა ფერიშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართა. ველისციხელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ უანგარო გვერდში დგომით და დიდი სიკეთით. მადლობა ჩვენი სოფლის ახალგაზრდას, სიკეთე გადამდებია”,- განაცხადა ნათია თათარაშვილმა.

შეგახსენებთ, მსგავსი სოციალური ხასიათის აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ვალერი ბოჭორიშვილმაც გამართა.

მან დაბადების დღის აღნიშვნა ქველმოქმედებით ჩაანაცვლა. ახალგაზრდამ საკუთარი ინიციატივით იმ მოქალაქეების დახმარება გადაწყვიტა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ცენტრალურ მოედანზე მან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემა აქვთ, პური უფასოდ დაურიგა.