ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა

613

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების მიხედვით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  1  890 700  ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს, სადაც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განმარტა, რომ ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახადის და პრივატიზების გეგმის გადაჭარბებამ გამოწვია.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო პრივატიზებიდან (სხვადასხვა ქონებების გასხვისებიდან) 6 მილიონ 600 ათასი ლარის მიღება, ამ დროისთვის კი, ბიუჯეტში შესული თანხა 7 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.

გადაჭარბებაა ქონების გადასახადის ნაწილშიც, სადაც მიღებული თანხა ჯამში,  2 მილიონი 200 ათასი ლარით აჭარბებს დაგეგმილს.  ამ გზით ბიუჯეტში 12 მილიონ 700 ათას ლარის მობილიზება მოხდა.

“ქონების გადასახდის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიღებული ქონების გადასახადი, თუმცა, კონკრეტულად რამდენი შეადგინა ამ თანხამ, ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს აქვს. ჩვენთან თანხა ჯამურად მოდის”, – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

მისი განმარტებით, მიღებული თანხა ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვას მოხმარდება.

ქუთაისის 2021 წლის მთავარის ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  93 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.