საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი

1195

საქართველოს მთავრობის
განკარგულების პროექტი
№ ’’—’’ 2013 წლის ’’—’’ თებერვალი ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების
სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

1. მოწონებულ იქნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს(შემდგომში სამინისტრო) მიერ შემუშავებული ,,საქართველოს მთავრობის
დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები
2013-2014 წლებისთვის’’(დანართი №1).
2. სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა
ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სტრატეგიის საკითხებზე მათთან კონსულტაციებისა და
სამუშაო შეხვედრების გამართვა.
3. ეთხოვოს კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება საქართველოს პარლამენტის რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.
პრემიერ-მინისტრი                                                                                                                                ბიძინა ივანიშვილი