ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით 4 გამარჯვებული იდეა გამოვლინდა:
1. საფეხმავლო და ველო ბილიკები – თამაზ ბაბუნაშვილი;
2. საბავშვო მინი-პარკი – ეკატერინე საკანდელიძე;
3. მულტიფუნქციური სველი წერტილები – თამთა გირგვლიანი;
4. საზაფხულო კინოთეატრი – ლევან ბიბილეიშვილი.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.
პროექტი „ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.