გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

1049

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტის საერთო ღირებულება 458 180 ლარია. ძიუდოს დარბაზის ფართი 370 კვ მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600 კვ მეტრს შეადგენს.

200 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში 300 ბავშვის მომზადება იქნება შესაძლებელი.

დარბაზის გახსნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა.

წყარო: 1ტვ