ზურაბიშვილი: ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა, სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით

271

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს.

„ახლახანს დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შევხვდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტს, ისლანდიის პრეზიდენტს. ასევე, სიტყვით გამოვედი იუნესკოში, სადაც ხაზი გავუსვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ, კი ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომელიც მოვიპატიჟე თავის დროზე და სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე გაეცნოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ეს ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით. გარეთ, თუ შიგნით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობას და წინსვლას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.