ჩემმა მეგობარმა გაიგონა, როგორ დაურეკა “ოცნების” წარმომადგენელს დიტო სამხარაძემ – დაპირისპირების ახალი დეტალები

335

წინა სტატია

“ჩემმა მეგობარმა გაიგონა, როგორ დაურეკა ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს დიტო სამხარაძემ, აუცილებლად პოლიციამ უნდა შეასრულოს დავალება, რომ მოშიმშილეები გავეყვანეთ სხდომათა დარბაზიდან” – ამბობს “დღის სტუმრის” ეთერში საუბრისას, დეპუტატი მაია კალანდია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

კალანდიას ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც აქტიურობითა და აგრესიით გამოირჩეოდა, ტატო კიტიაა.

ზუგდიდის საკრებულოს შენობაში დღეს დაპირისპირება იყო. პოლიციამ ძალის გამოყენებით მოშიმშილეები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მოშიმშილე.

დაპირისპირების მიზეზი კი მომავალი წლის ბიუჯეტი გახდა, რომლის განხილვასაც დღეს საკრებულოს ძველი შემადგენლობა გეგმავდა.