თითოეული მოსწავლე, რომელიც რუსთავში ოქროს მედალზე დაამთავრებს, სკოლას წახალისდება 500 ლარიანი პრემიით, – ამის შესახებ რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების მიმართულებით რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი მნიშნველოვნად იზრდება.
“მნიშვნელოვნად იზრდება განათლების მიმართულებით თანხები და ვფიქრობთ რომ ქალაქში განათლება არის ერთ-ერთი მთავარი, რაშიც ბიუჯეტის მხარდაჭერა უნდა იყოს ძალიან ძლიერი.
მაგალითისთვის, თითოეული მოსწავლე, რომელიც რუსთავში ოქროს მედალზე დაამთავრებს სკოლას წახალისდება 500 ლარიანი პრემიით. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ახალი ინიციატივაა ჩვენი გუნდის,” – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.