საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ,,განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, განახლდება მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეწყობა ტროტუარები.
სამტრედიის მერი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ქუჩის განაშენიანება, ურბანული მიმართულების კუთხით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტისთვის.