ჰარცელი: სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელება სამწუხაროდ მიმაჩნია, ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას

314
ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გავრცელება სამწუხაროდ მიაჩნია.

კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას.

„ვუპასუხებ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა – ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას. ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის პარალელურად, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.