ხელვაჩაურში, ბეთლემისა და სხალთის ქუჩებზე ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებაში 2 ათასი გრძ.მ. ქსელი მოეწყობა. ახალი წყალმომარაგების ქსელით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ბეთლემისა და სხალთის ქუჩების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაწყება დაგეგმილია ნიკო ჯაყელის, ოშკის, ხაკაბრის, ფრიდონ ხალვაშის , მე-2, მე-3, მე-5 და მე-9 ჩიხებში, – ნათქვამია ინფორმაციაში.