რა ინიციატივები წარადგინეს, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატებმა და რა გააკეთეს 2017 წლიდან დღემდე ხალხისთვის?

253

თუ კი, განვლილ ოთხ წელს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ბესარიონ გოგოტიშვილი, არც აქტიური დეპუტატი იყო და მას არც ინიციატივა დაუყენებია. შესაბამისად, “TV25-ის” კითხვაზე ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, რადგან გასახსენებელი არაფერი ჰქონდა და ჩართული კამერისგან თავის დაღწევას შეეცადა. იგი, ბათუმის საკრებულოში, 2017 წელს, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა.

TV25-ის ცნობით, ჩართულ კამერას გაექცა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი თამარის დასახლებაში და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძეც.

„ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ნატალია ზოიძეც. თქვა, რომ მმართველი პარტია, ყოველთვის გუნდურობის პრინციპით მუშაობს.

ინიციატივების ჩამოთვლა გაუჭირდა უპარტიო წევრს – არჩილ მამულაძესაც, თუმცა არა იმიტომ, რომ დიდი ხნის წინ იყო და გახსენება გაუჭირდა ან სულაც არ ჰქონია, არამედ იმიტომ, რომ კორესპოდენციები ტომებად აქვს და ყველას, რამდენიმე წუთიანი სიუჟეტისთვის ვერ ჩამოთვლიდა. ამაში თავად გვარწმუნებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 600-მდე წერილობით თუ ზეპირად წარდგენილი წინადადებიდან, განსახილველად, სხდომაზე გატანას, მხარს კოლეგები ხშირ შემთვევაში არ უჭერდნენ. განხილვის ღირსად არც რაულ თავართქილაძის ინიციატივებს თვლიდნენ.

იგივე კითხვების დასმა, სხვა წევრისთვის გვინდოდა, თუმცა სხდომის დასრულების გამოცხადებისთანავე, ისინი დარბაზიდან ერთი მეორის მიყოლებით გაიქცნენ.