მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტულ სკოლას სარგებლობაში გადაეცა ქალაქ მარნეულში მდებარე ძიუდოს დარბაზდი და თამარისში მდებარე სპორტდარბაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მიიღეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მერიის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, დავით ხარშილაძემ განაცხადა, ობიექტები მარნეულის ააიპ სპორტულ სკოლას მუდმივ სარგებლობაში ექნება და მათ მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს.
8 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე სულ 10 საკითხი განიხილეს. ყველა მათგანზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.