ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.
“ჩიხში შესულირ ადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც”, — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქვეყანაში ღირსების, გასულ დღეებში “რადიკალების” წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობები იხილა საზოგადოებამ.
“ქართული ოცნება არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი კანონის შესაბამისად მიიღბენ უმკაცრეს პასუხს”, — ამბობს კობახიძე.