საუბნო კომისიის წევრების საკითხი ეჭვს აჩენს

1214

ოპოზიცია საუბნო – საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობსისინი ამტკიცებენრომ მმართველმა პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ წინასწარ შერჩეული ლოიალური კანდიდატების დანიშვნა დაავალა

როგორც საოლქოისე საუბნო საარჩევნო კომისიები შედგება 13 წევრისაგანსაუბნოსაარჩევნო კომისიაში 7 წევრს პარტიები ნიშნავენხოლო 6 წევრს საოლქოკომისია კონკურსის წესით არჩევს

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები კომისიების უცვლელი შემადგენლობის გამო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი ამბობენ, რომ კომისიების თავმჯდომარეებად და მდივნებად ყოველ არჩევნებზე ერთსა და იმავე პირებს არჩევენ, რაც მათივე ვარაუდით, შესაძლოა არჩევნების გაყალბების წინაპირობა იყოს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ირწმუნება, რომ თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში,,ქართული ოცნების“ შტაბიდან გაიგზავნა წინაწარ შეჩეული იმ პირების სია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესზე გავლენა მოახდინონ. 
,,
თელავში სანამ საოლქოსაარჩევნო კომისია შეარჩევდა საუბნოსაარჩევნოკომისიის წევრებსჩვენ მოვიპოვეთ წინასწარ დაწერილი სიასადაც ნათლად ეწერარომ ყველგან წინასწარ იყო გადაწყვეტილი საოლქო კომისია 6 სამოუკიდებელწევრს ვის აირჩევდაასევე წინასწარ იყო განსაზღვრულივინ იქნებოდა კომისიისთავმჯდომარე და მდივანისაუბნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგშევადარეთ საოლქო კომისიის სიას ჩვენ მიერ წარმოდგენილი სია და ყველა პირისვინაობა დაემთხვა’’,–განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის ინფორმაციით, გარდა თელავისა, ასევე სიღნაღის #13 ოლქშიც საუბნო კომისიის წევრებიც მმართველმა პარტიამ დააკომპლექტა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ძირითადად საჯარო მოხელეებმა მიიღეს. მერობის კანდიდატის განმარტებით, მათ უმეტესობას წინასწარ აქვთ გარანტირებული, რომ მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ვაკანტურ თანამდებობებზე მოხვდებიან.

,,არჩევნების გაყალბების მცდელობა იყო სიღნაღის #13 ოლქშიცსაუბნოკომისიების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების გამოცდილება და ვინაობაბოლომდე შევისწავლეთამათგან 95% იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის ააიპორგანიზაციებში დასაქმებულისაკრებულოს და გამგეობის თანამშრომლიასევესკოლის დირექტორებიანუ იყვნენ ისინირომლებზეც ადვილად ზემოქმედებასმოახდენს მმართველი პარტია’’,– განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სახელისუფლებო პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი საუბნო–საარჩევნო კომისიების წევრებზე საუბრობენ პარტია „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც. მათი ინფორმაციით, ისინი პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ.

,,ჩვენ ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელიც და ასევე კომისიის წევრიცრაცშეეხება კომისიის წევრების დაკომპლექტებას, 13–დან ექვსი წევრირომელსაცსაოლქოსაარჩევნო კომისია ნიშნავსკანონით ნეიტრალური უნდა იყოსთუმცაჩვენც გვაქვს ინფორმაციარომ ისინი მიკერძოებულად შეირჩნენ და ძირითადადარიან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები’’,– განუცხადა knews.ge-ს პარტიის წარმომადგენელმა ნოდარ ეჟიშვილმა.

პარტია ,,ქართული ოცნების“ თელავის შტაბში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობენ. შტაბის ხელმძღვანელის ბენო გეგეჩკორ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და საოლქო კომისიის მუშაობაში მმართველი პარტიის ჩარევას გამორიცხავს.
,,ეს არის სიცრუე. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ 9 წლის განმავლობაში რამეთოდებსაც იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ტოტალურადგამარჯვებისთვისახლა ამ ყველაფერს გვაბრალებს ჩვენმათ ჰგონიათრომ იმავემეთოდებით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობასჩვენ არ ჩავრეულვართ ამპროცესში და არც ხელგვეწიფებარამდენადაც ჩემთვის ცნობილიაყველა წევრიარის პროფესიული ნიშნით დანიშნულისაოლქო კომისიამაც იმსჯელა ალბათ დაიმ პირებმარომლებმაც გამოჩინეს თავი კანონიერად და სწორად მუშაობაშითავიდან აირჩია ის ხალხი’’, – განუცხადა knews.ge–ს ბენო გეგეჩკორმა.

თელავის #17 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევას და მმართველ პარტიასთან წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავს. გიორგი კალმახელიძე აცხადებს, რომ საუბნო კომისიები დამოუკიდებელი გამოცდილი წევრებით დაკომპლექტდა.

,,საოლქო კომისია აცხადებს საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსსთვითოეულ უბანზე არის 6 ვაკანტური ადგილი დამოუკიდებელი წევრებისთვისრომელსაც ირჩევს საოლქო კომისია და 7 წარმომადგენელს ნიშნავენკვალიფიციური სუბიექტებიკონკურსი რომ გამოცხადდაკონკრეტულმა პირებმაგააკეთეს განაცხადისაოლქო –საარჩევნო კომისიამ თვითოეულ კანდიდატზეიმსჯელა და საკუთარი შეხედულებითკვალიფიციურობის და გამოცდილებისგათვალისწინებით დაუჭირა მხარი მათ დანიშვნასსაუბნო კომისიის წევრებისუმრავლესობას აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა არჩევნებზე როგორცკონკრეტული კომისიის წევრს და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობდირომ ისადამიანები უნდა ყოფილიყვნენ კომისიის წევრებიმათი არჩევა საარჩევნოკოდექსის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით მოხდა’’,– განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.

საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს სიღნაღის #13 საოლქო–საარჩევნო კომისის თავმჯდომარეც. მანანა მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებიც საუბნო–საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შევიდენენ, საარჩევნო საკითხების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

,,ჩვენ გვაქვს საარჩევნო კოდექსის 24  მუხლში გაწერილი ვალდებულებარომუნდა ვიმსჯელოთ თითოეულ მოქალაქეზერომელიც განცხადებას შემოიტანსკონკურსში მიიღებს მონაწილეობას და აკმაყოფილებს კონკურსის ყველამოთხოვნასდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებაამიტომ ჩვენ ვერანაირბრალდებას ვერ მივიღებთარ ვიცი ვინ არის ააიპის თანამშრომელი და ვინ არაჩვენ კანონის მიხედვით ვიმსჯელეთუმრავლესობა არის გამოცდილი კადრი დამონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა დონის არჩევნებში’’– განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი საუბნო კომისიების სია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგელებმა შეისწავლეს. ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნინო პოპიაშვილის განმარტებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო–საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო კომისიის შემადგენლობა და ბოტკოველის მიერ გამოქვეყნებული სია შეადარეს, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ერთმანეთის იდენტური იყო.

,,დავინტერესდით ამ ფაქტით და ვთხოვეთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომგადმოცა სია რომელიც მათ ,,ქართული ოცნების“ შტაბიდან ჰქონდათ მოპოვებულიჩვენ შევადარეთ აღნიშნული სია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულპირთა სიას და აღმოჩნდარომ ერთმანეთის იდენტური იყოიყო მხოლოდ ერთიცდომილება #50 საარჩევნო უბანზეამაზე გიორგი ბოტკოველს ჰქონდაინფორმაციარომ აღნიშნული პირისთვის ცნობილი გახდა სიების შედარების დაჩვენი ორგანიზაციის ამ საკითხით დაინტერესების ფაქტი და მან კონკურსშიმონაწილეობისგან თავი შეიკავამსგავსი ფაქტები საქართელოს მასშტაბით სხვაოლქებშიც მოხდა და ეს საკითხი ჩვენს შუალდურ ანგარიშშიც არის ასახულისავარაუდოდ ამ საკითხს ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მოყვება სამართლებრივირეაგირებაცრა თქმაუნდა ამ მომენტისთვის არაფერი შეიცვლებარადგან უკვედაკომპლექტებულია საუბნო კომისიებიგარდა ამისაჩვენ შევიმუშავებთრეკომენდაციებსრომელთა მიზანიც არის ისრომ შემდგი არჩევნებისთვის ეს აღარგანმეორდეს.’’

წყარო: კახეთინიუსი