ქუთაისელი აქტივისტები მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანი, რომლებიც 4 ნოემბერს დააკავეს, 6 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა, აქტივისტების საქმის სასამართლო განხილვა არ მომხდარა, ადვოკატების მოთხოვნით, სხდომა გადაიდო. ამის შესახებ
სხდომის ჩატარების თარიღი მხარეებს ეცნობებათ.
გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა.
ადვოკატი ელისო დათუსანიის თქმით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყვნენ დაკავებული, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.