წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს და პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კეპების გაყიდვით შემოსული თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას.
ფოტოზე სამი სხვადასხვა შეფერილობის ქუდზე ინგლისურად აწერია “დაე შევქმნათ დიდებული წალენჯიხა კიდევ ერთხელ”.
“კეპების გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% გადაირიცხება წალენჯიხის განვითარების ფონდში, რომელიც დაფუძნების პროცესშია. თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას”,- წერს ხარჩილავა მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერია,რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. წალენჯიხაში საკრებულოს შემადგენლობაც ოპოზიციურია.