ქობულეთის სოფელ ჭახათს „ოცნების ქუჩა” აქვს

264

ქობულეთის სოფელ ჭახათს „ოცნების ქუჩა” აქვს. იდეის ავტორი, ადგილობრივი ნოდარ ნოღაიდელია. მან ამ გზით, ,,ქართული ოცნების” მიმართ მადლიერება გამოხატა. ჭახათს აბრასთან ფოტოების გადასაღებად, სპეციალურად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატი, ზურა ხინიკაძეც ეწვია. წითელი ლენტი არ გაუჭრიათ, თუმცა,  ნოღაიდელს საამაყო პიროვნება უწოდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

ნოდარ ნოღაიდელს  “ოცნების ქუჩის” გახსნის იდეა დიდი ხნის წინ მოუვიდა. წინასწარ აღებული პენსიით აბრა იმ მიზეზით დაამზადებინა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიდი ხნის ოცნება აუსრულა და სახლთან მისასვლელი გზა დაუგო.

იდეის განსახორციელებლად არც ნებართვა დასჭირვებია და არც თანასოფლელების მოსაზრებით დაინტერესებულა.

ნოღაიდელების თავშეყრის ადგილი ახლა აქაა. ხვალ დიდი სუფრის გაშლას გეგმავენ, რადგან თვლიან, რომ ეს ადგილი ისტორიულ ტერიტორიად გადაიქცევა.

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ მმართველი პარტიის საპატივცემულოდ ქუჩის გახსნის იდეა, ახლადარჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს, ზურა ხინიკაძეს ეკუთვნის. სწორედ იმ ადამიანს, რომელიც აბრის აღმართვის წუთიდან, სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად სოფელს საპატიოდ ეწვია.