შუახევს მალე ახალი რეაბილიტირებული კულტურის სახლი ექნება

338

შუახევს მალე ახალი რეაბილიტირებული კულტურის სახლი ექნება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ძველი  შენობის სრული რემონტი და  სცენის მიშენება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

პარალელურად კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.  დაგეგმილია ღია მუზეუმის მოწყობაც. პროექტი საქართველოს პრემიერმინისტრის ინიცირებული „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში ხორციელდება.