ბათუმში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ძველი ლიფტები ახლით იცვლება, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში აცადებენ, წელს 27 ახალი ლიფტის მონტაჟია გათვალისწინებული. სამუშაოები უკვე დასრულდა 11 მისამართზე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი ლიფტების მოწყობისთვის 1 მილიონ 500 ათასამდე ლარია გამოყოფილი.