ეს ამბიციად მაქვს, რომ ცხოვრებაში წალენჯიხა ჟღერდეს, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ხელოვნებაში, განათლებაში, კულტურაში, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ერთი აქტივისტი.
„ამ 9 წლის განმავლობაში მუდმივად აქტიური გახლდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ოღონდ არაპარტიული კონიუნქტურიდან, როგორც მოქალაქე, როგორც აქტივისტი. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი ხოლმე და ყველა საკვანძო თარიღის მონაწილე ვარ, როგორც ყმაწვილობიდან 9 აპრილის. ეს ამბიციად მაქვს, რომ ცხოვრებაში წალენჯიხა ჟღერდეს, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ხელოვნებაში, განათლებაში, კულტურაში. გაგიკვირდებათ იმდენი ტალანტი მისცა წალენჯიხამ საქართველოს მეცნიერებას, ხელოვნებას, განათლებას, კულტურას და მათ შორის სპორტს ჩემი ხელმძღვანელობით“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.