კობახიძე: გამორიცხულია, რომ ვინმემ ლოკდაუნი გამოაცხადოს

313

31 ოქტომბერს გაავრცელეს მორიგი ფეიკი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგეგმებოდა მორიგი ლოკდაუნი, ყველაფრის დაკეტვა, ეკონომიკის გაჩერება და ა.შ. ამითი ცდილობდნენ როგორმე გადაეგორებინათ ის მძიმე მარცხი, რომელიც იწვნიეს 30 ოქტომბერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი ლოკდაუნი არ იგეგმება და ამ ფეიკს პასუხი იმავე დღეს გაეცა.

„ეს გამორიცხულია. ეკონიმიკას ვერ გავაჩერებთ, ეს დაუშვებელია. არათუ უნდა გაჩერდეს ეკონიმიკა, პირიქით, ეკონომიკა სწრაფი ტემპით უნდა განვითარდეს. ეს ჩვენი ამოცანაა და გამორიცხულია, რომ ვინმემ ლოკდაუნი გამოაცხადოს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც საბოლოო ჯამში, მიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ გვჭირდება ახალი პაკეტების შეთავაზება. განათლება, ჯანდაცვა – ყველა სფეროში საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ყველგან არის პრობლემები, სირთულეები, გამოწვევები და ამაში უნდა ჩაერთოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.