ლევან ძამუკაშვილი: ახმეტის გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება

674

ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, ქალაქის  ქუჩების უმეტესობას პრობლემები შეუქმნა.

უასფალტო და ორმოებით სავსე  ქუჩებზე მოძრაობა უჭირთ ქვეითებსაც და  მძღოლებსაც. მოსახლეობის თქმით, ქალაქის შიდა გზები იმდენად არის გაფუჭებული, რომ  უგზოობის გამო ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.  მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პროექტს კერძო კომპანია  ახორციელებს და აღნიშნულ პრობლემას გამგეობასთან კავშირი არ აქვს.

ახმეტის წყალმომარაგების სისტემის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “დაგი” ასრულებს.

“პროექტი 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ბოლოშია უკვე გასული, ამჟამად  აღდგენითი სამუშაოები დაგვრჩა და სათავე ნაგებობაზე გაბიონის მოწყობა. გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება”, – განაცხადა  “დაგის” წარმომადგენელმა, ლევან ძამუკაშვილმა.

ახმეტის წყალმომარაგების სისტემის პროექტისათვის ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.

წყარო: აიპრესი