ფაქტობრივი უზუსტობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბროშურაში

1338

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალაში, რომელიც მოსახლეობას ურიგდება, ზუგდიდში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოებია აღწერილი. მმართველი პარტიის ბროშურაში მითითებული შესრულებული პროექტების სიის მიხედვით, 2014-2016 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს, მათ შორის, ქალაქის №1 ბაღს.

აღნიშნულთან ერთად, ჩამოთვლილია რამდენიმე ბაღი, ჩამონათვალის ბოლოს კი ფრჩხილებში მითითებულია „სრული რეაბილიტაცია“.

ბაღის გამგე ხათუნა გულორდავა ამბობს, რომ დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მისივე თქმით, ბაღში კოსმეტიკური სახის რემონტი ჩატარდა, მათ შორის, გამოიცვალა წყლის ავზები, მილები, გაკეთდა ღობე, თუმცა, მისივე განმარტებით, დევნილების შენობაში ცხოვრების გამო სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე: http://www.radioatinati.ge/regioni/article/62302-faqtobrivi-uzustoba-qarthuli-ocnebis-saarchevno-broshurashi-foto.html

წყარო: რადიოათინათი

სურათი: რადიოათინათი