ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში – გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მათი თქმით, ნოდარ კორსანტიას თავად აქვს მაღაზიები და რეალიზაციის აკრძალვის მიზეზი კონკურენციაა.
მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართეს. ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სამართალდამცველები მას შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ და აწი “ქურდებს” მიმართავს.
ნოდარ კორსანტია ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა. ნაცემი ადამიანი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.