ბადრი ჯაფარიძე: ამ არჩევნებს ყველა აფასებს როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას – ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნების უმსგავსო მცდელობა და სპეცოპერაცია

330

ამ არჩევნებს ყველა აფასებს როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას – ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნების უმსგავსო მცდელობა და სპეცოპერაცია, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალდატანების, დაშინების, მოსყიდვის ფაქტების გათვალისწინებით, ყველა აღიარებს, რომ ასეთმა არჩევნებმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.

“ამ არჩევნებს ყველა აფასებს როგორც ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯის კუთხით, ყველა ამბობს ამას, გარდა “ქართულო ოცნებისა”, ყველა აღიარებს, რომ ასეთმა არჩევნებმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. ეს არ არის არჩევნები, რომელიც უნდა ტარდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების უმსგავსო მცდელობა და სპეცოპერაცია,”- განაცხადა ჯაფარიძემ.