ნიკა ობოლაძე: ვგეგმავთ, აქციები იყოს მაქსიმალურად მწვავე, თუმცა მშვიდობიანი

290

წინა სტატია

ვაპირებთ გამოვიყენოთ ქუჩის აქციებიც და დაუმორჩილებლობის მეთოდიც, ვგეგმავთ, ეს აქციები იყოს მაქსიმალურად მწვავე, თუმცა მშვიდობიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მან ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას შეექმნას დისკომფორტი და ვერ გააგრძელოს ჩვეულებრივი ფუნქციონირება, განვიხილავთ მშვიდობიანი პროტესტის ყველანაირ ფორმას, რათა საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში უმცირესობას არ ჰქონდეს მმართველობის ყველა ბერკეტი.

ვაპირებთ გამოვიყენოთ ქუჩის აქციებიც, დაუმორჩილებლობის მეთოდიც, ვგეგმავთ, ეს აქციები იყოს მაქსიმალურად მწვავე, თუმცა მშვიდობიანი. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყანაში გარემოს ცვლილებას; პირველ რიგში, სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საარჩევნო გარემოს შეცვლას“, – განაცხადა ობოლაძემ.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური აქციები დააანონსა.

ნახეთ სრულად, სად და როდის გაიმართება ოპოზიციის აქციები:

  • 2 ნოემბერი (სამშაბათი) – 17:00 საათი – ბათუმი;
  • 3 ნოემბერი (ოთხშაბათი) – 20:00 საათი – ზუგდიდი;
  • 4 ნოემბერი (ხუთშაბათი) – 17:00 საათი – ქუთაისი;
  • 6 ნოემბერი (შაბათი) – თბილისი (საათი ჯერჯერობით უცნობია).