„ქართულმა ოცნებამ“ 3-26 ოქტომბრის პერიოდში, 2 035 605 ლარის შემოწირულობა მიიღო, რეკლამაში კი 1 196 044 ლარი დახარჯა

312

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 3 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ფულადი შემოსავლის სახით 2 035 605 ლარი მიიღო, მათ შორის, შემოწირულობის სახით ფიზიკური პირებისგან 1 606 970 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 428 335 ლარი ჩაერიცხა.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამაში 1 196 044 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე დიდი თანხა, 497 060 ლარი, გარე რეკლამაში გადაიხადა, ინტერნეტ რეკლამისთვის 343 892 ლარი გაიღო, სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 335 256 ლარი გამოყო, ხოლო სატელევიზიო რეკლამაში 19 836 ლარი დახარჯა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 3 ოქტომბრიდან – 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ღონისძიებებში 247 341 ლარი დახარჯა.