ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას მოიცავს.
„აღდგება განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოპირკეთებას და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი” ასრულებს. სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.