ნინო ლაცაბიძე: არჩევნების დღეს ყველგან სიმშვიდე იყო, გარდა იმ უბნებისა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად დესტრუქციასა და არეულობის შეტანას ცდილობდა

252

მხოლოდ გუშინდელი დღე არ იყო დაძაბული. თუ გადავავლებთ თვალს პირველ და მეორე ტურებს, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, – ამის შესახებ რუსთვის არჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდით და ვსაუბრობდით ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, სწორ სატრანპორტო პოლიტიკზე, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენებაზე, სოციალური, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი გეგმით იყო დაკავებული, რომ დესტრუქცია და დაძაბულობა შემოეტანა ქალაქში და არავისთვის არ მიეცა საშუალება, რომ საარჩევნო კამპანიას ცივილური და ადამიანური ფორმა ჰქონოდა“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს ყველგან სიმშვიდე იყო, გარდა იმ უბნებისა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად დესტრუქციასა და არეულობის შეტანას ცდილობდა.