გახარია: ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი

674

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ 30 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. გახარიას თქმით, არჩევნებში ფულის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე სერიოზული ფიქრია საჭირო.

“ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნებში ფულის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკია, რომ ხმის მიცემა უაზრო შოუდ იქცეს”, — წერს გახარია ტვიტერზე.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს “გაუქმებული” უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და “ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში”.