წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა

780

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა. მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმათა 51.643% დააგროვა. ხახალეიშვილი აქამდეც ქუთაისის მოქმედი მერი იყო.

რაც შეეხება მის კონკურენტ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ენმ-ს კანდიდატი იყო და მხარს ოპოზიციის ნაწილიც უჭერდა, მან ხმათა 48.357% მიიღო.

სულ ქუთაისში 124 უბანია. ყველა მათგანის მონაცემები ცესკოს საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.