63 უბიდან დათვლილია 57 უბანი და 57%-ზე მეტი გვაქვს შედეგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგ 4 წელი ოზურგეთისთვის იქნება აღმშენებლობის, განვითარებისა და წარმატების წელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, შტაბის წევრებს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.