რუსთავში, პირველადი მონაცემებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს. უბნების 60%-ის შედეგებით, მას ხმათა 54.162% აქვს მიღებული.
რაც შეეხება მის კონკურენტს ენმ-დან, დავით კირკიტაძეს, ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის მას ხმათა 45.838% ერგო.
რუსთავში სულ 88 საარჩევნო უბანია, საიდანაც ამ დროისათვის 53 საარჩევნო უბანია დათვლილი.